კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში, ოზონის შრის დაცვის თემატიკაზე სლოგანების კონკურსში მონაწილე ფოთის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა.
საქართველოში ოზონის შრის შესახებ საგანმანათლებლო კამპანია 2015 წლის ივლისში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში ასევე გამოცხადებული იყო ოზონის შრის დაცვის თემატიკაზე სლოგანების კონკურსი.
სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები სლოგანების კონკურსში მონაწილეებსა და გამარჯვებულებს ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა გადასცა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს ერთობლივად აღნიშნავენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამა UNDP და ოზონის ეროვნული ერთეული.