გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კვლავ აგრძელებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას.
გარემოს დაბინძურების გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე ევროპული სკოლის მოსწავლეებისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს მათ მიერ დაწერილი წერილები, რომლებიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და "დაუნდობელ მონადიირებს" მისწერეს.