ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია

გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კვლავ აგრძელებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას.

საქართველოში ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს ერთობლივად აღნიშნავენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ოზონის ეროვნული ერთეული და გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP.

ოზონის შრის დაცვასთან დაკავშირებით, ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობაში ქობულეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებს მიაწოდათ ინფორმაცია ოზონის შრის მნიშვნელობასა და მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, ოზონდამშლელი ნივთიერებებით გამოწვეულ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე. 

სკოლის მოსწავლეები ასევე გაეცნენ ოზონის შრის დაცვის თემატიკაზე საუკეთესო სლოგანის კონკურსის პირობებს. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მადლობას ვუხდით თანამშრომლობისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს.

საჯარო განხილვები