გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით იუსტიციის სასწავლო ცენტრში კომუნიკაციის ფსიქოლოგიის შესახებ სემინარი ჩატარდა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით იუსტიციის სასწავლო ცენტრში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს კომუნიკაციის ფსიქოლოგიის შესახებ სემინარი ჩაუტარდათ.
სემინარი ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ ჩაატარა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კომუნიკაციის ტრენინგები ჩაუტარდებათ სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლებს, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ მოსახლეობასთან.