ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტრენინგები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისათვის

ტრენინგები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისათვის

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისთვის, დაცულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და მათზე შემდგომი რეაგირების კუთხით ტრენინგები ტარდება.

ტრენინგის „საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყეებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და შემდგომი რეაგირება“ მონაწილეები თეორიულ და პრაქტიკულ წრთვნას გადიან. 

ტრენინგის მიზანია, დაცული ტერიტორიების კანონაღსრულების სფეროში ჩართული თანამშრომლებისთვის როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავება, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამყარების ხელშეწყობა. ტრენინგის დროს მონაწილეებს ჰქოდნათ საველე გასვლა, სადაც გათამაშდა სამართალდარღვევის ფაქტი და მისი მოკვლევა, შემდეგ კი მოეწყო იმიტირებული სასამართლო. 

პროექტს „ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული ქვეყნებისათვის სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამის“ ფარგლებში, ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მხარდაჭერითა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

საჯარო განხილვები