2009 წლიდან საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კამპანია- „ბაღის ფრინველთა საათი”, რომელიც ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყოველი წლის 22 მაისს იმართება.
კამპანია ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით.
ღონისძიების მიზანია ახალგაზრდა თაობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებით.