14 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში 45-ე, 72-ე, 175-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა. სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის შესახებ ბავშვებს ლექცია წაუკითხეს.
აღნიშნული ღონისძიება გაიმართა სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა“ და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. შეხვედრების მიზანია მოსწავლეების ინფორმირება, მათი ცნობიერების ამაღლება და ჩართვა გარემოსდაცვით ღონსძიებებში.