საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდის "ფერმერთა სკოლის" მიზანია სოფლის მეურნების სფეროში მოსახლეობისთვის უნარ-ჩვევების ამაღლება.
ამასთან დაკავშირებით, 28 აპრილს, საგარეჯოში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა, ნატო სულთანიშვილმა ჩაატარა სემინარი გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ.