ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტრენინგი თემაზე: „ადამიანის ეკოლოგიური უფლებები“

ტრენინგი თემაზე: „ადამიანის ეკოლოგიური უფლებები“

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა - ნატო სულთანიშვილმა ჩაუტარა ტრენინგი თემაზე: „ადამიანის ეკოლოგიური უფლებები“. 

პროექტი მიმდინარეობს პრაქტიკული სამართლის კლინიკის ფარგლებში. ტრენინგის მიზანია, სტუდენტებმა მიღებული ცოდნა გაუზიარონ სკოლის მოსწავლეებს. 

სტუდენტები გაეცნენ ორჰუსის კონვენციის ძირითად პრინციპებს, იმსჯელეს პრობლემებზე გარემოს დაცვის სფეროში და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე აქტიურად ჩაერთვნენ სიტუაციურ სწავლებაში.

საჯარო განხილვები