ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში შეხვედრა გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში შეხვედრა გაიმართა

24 აპრილს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, სკოლის თვითმმართველობისა და ეკოკლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის შესახებ ბავშვებს სემინარი ჩაუტარეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე. 

სემინარის მიზანია მოსწავლეების ინფორმირება, მათი ცნობიერების ამაღლება და ჩართვა გარემოსდაცვით ღონსძიებებში.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა“ და სპორტისა და ახალაგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. 

მსგავსი ტიპის შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს სხვა რაიონების სკოლის მოსწავლეებისთვისაც.

 

საჯარო განხილვები