გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, 122-ე სკოლის მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები შეხვდნენ.
მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ - საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიების კატეგორიების, იქ არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული და აკრძალული საქმიანობების შესახებ.