გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ქ. თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე სკოლის აღსაზრდელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეები ცენტრის საქმიანობასა და ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულ სანქციებს გაეცნენ.
ნარჩენების მართვის თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში. შეხვედრა ინტერაქტიული სახის იყო. მოსწავლეებმა საინტერესო შეკითხვები დასვეს.
შეხვედრის მონაწილეებმა შეავსეს ცენტრის მიერ ნარჩენების თემაზე შემუშავებული პრე- და პოსტ-ტესტები, რომლის მიზანიცაა სამიზნე ჯგუფის ცოდნის შეფასება აღიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოკითხვამ აჩვენა, რომ სემინარის შემდეგ მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერება 26%-ით გაიზარდა.
ღონისძიების მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა გარემოსდაცვით აქტივობებში.