სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის - (WWF) ოფისში შეხვდნენ თბილისის სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრაზე მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებო სემინარი ნარჩენების მართვის თემატიკით, ასევე გაეცნენ ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულ სანქციებს. შეხვედრა ინტერაქტიული სახის იყო.
სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის - (WWF) ოფისში შეხვდნენ თბილისის სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრაზე მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებო სემინარი ნარჩენების მართვის თემატიკით, ასევე გაეცნენ ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულ სანქციებს. შეხვედრა ინტერაქტიული სახის იყო. მოსწავლეებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.
სემინარის ბოლოს მოსწავლეებმა, სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან ერთად ნარჩენებისგან სხვადასხვა ნივთები შექმნეს.
ღონისძიების მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათთვის ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული სიახლეების გაცნობა.