2014 წლის 4 დეკემბერს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ქ. თბილისის 71-ე საჯარო სკოლის აღსაზრდელებთან.
2014 წლის 4 დეკემბერს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ქ. თბილისის 71-ე საჯარო სკოლის აღსაზრდელებთან. მოსწავლეებს ჩაუტარდათ სემინარები ადამიანის უფლებების შესახებ გარემოს დაცვის სფეროში - ,,ორჰუსის კონვენცია“, დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და ნარჩენების მართვის შესახებ. სემინარების მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.