2014 წლის 3 დეკემბერს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქ. თბილისის “ევროპული სკოლის“ აღსაზრდელებთან.
2014 წლის 3 დეკემბერს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქ. თბილისის “ევროპული სკოლის“ აღსაზრდელებთან. შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებს ჩაუტარდათ სემინარი გარემოსდაცვითი თემატიკით. მოსწავლეები ასევე გაეცნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უწყებების საქმიანობას, შეხვდნენ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა - მოსწავლეები დაინტერესდნენ ბიომრავალფეროვნების დაცვის, გარემოს დაბინძურებისა და ბრაკონიერებთან ბრძოლის საკითხებით, რაზედაც მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს. მსგავსი ტიპის შეხვედრებს ცენტრი მომავალშიც გეგმავს.