2014 წლის 2 დეკემბერს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ქ. თბილისის კერძო სკოლის, „ჩვენი სკოლის“, აღსაზრდელებთან.
2014 წლის 2 დეკემბერს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ქ. თბილისის კერძო სკოლის, „ჩვენი სკოლის“, აღსაზრდელებთან. მოსწავლეებს ჩაუტარდათ სემინარები ადამიანის უფლებების შესახებ გარემოს დაცვის სფეროში - ,,ორჰუსის კონვენცია“, დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და ნარჩენების მართვის შესახებ.
სემინარების მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.