2014 წლის 18 ნოემბერს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შედგა თემატური განათლების ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობენ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2014 წლის 8 მაისს საქართველოს მთავრობის №343 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა (NBSAP) 2014-2020. აღნიშნული დოკუმენტის იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა ეროვნული ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის (NBSAP) 2014-2020 განხორციელების ზედამხედველობისა და მონიტორინგის საბჭო. ხოლო NBSAP-ის გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით - თემატური სამუშაო ჯგუფები, მათ შორის გარემოსდაცვითი განათლების სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას უწევს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.