2020 წლის 29 იანვარს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელების ხელშეწყობა’’ ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტთან თანამშრომლობით ჩატარდა საკონსულტაციო-სამუშაო შეხვედრა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განვითარების შესახებ (NBMS).
შეხვედრას სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთნ ერთად ესწრებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზიების - ნაკრესისა და საბუკოს, მსოფლიო ბანკის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენლები, რომელთაც ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ექსპერტებმა საქართველოდან, ლიეტუვადან, ჰოლანდიიდან და რუმინეთიდან შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს საუკეთესო გამოცდილება და რეკომენდაციები ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განსავითარებლად საქართველოში.
შეხვედრის მსვლელობისას ხაზი გაესვა თანამშრომლობისა და მონაცემების გაზიარების მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განსავითარებლად.
2020 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ წელს იგეგმება ეროვნული კანონმდებლობის შემუშავება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განსაახლებლად.
პროექტი "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელების ხელშეწყობა’’ დაეხმარება საქართველოს, შეასრულოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებები და უკეთ დაიცვას საკუთარი ბუნება, შეამციროს დაბინძურება და გააუმჯობესოს ჰაერის ხარისხი. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კონსორციუმი TRANSTEC- ის ხელმძღვანელობით.