ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეროვნული სატყეო განათლების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

ეროვნული სატყეო განათლების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სატყეო პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში 2014 წლის 10-11 დეკემბერს სასტუმრო ,,ტიფლის პალასში” გაიმართა სატყეო განათლების თემატური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. 

სამუშაო ჯგუფში მონაწილებდნენ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო უწყებების, მათ შორის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, GIZ-ის, CENN-ის, მსოფლიო ბანკის, ასევე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერისტეტის, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კოლეჯი ,,ჰორიზონტის” და სხვა წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები. 

სამუშაო შეხვედრაზე დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს სატყეო განათლების მომავალზე საქართველოში, წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები ამჟამინდელი სატყეო განათლების სისტემის შესახებ საქართველოში, გაკეთდა პრეზენტაციები, დაისახა სამომავლო გეგმები სატყეო სფეროში.

საჯარო განხილვები