სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 2014 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განხორცილედა ახალგაზრდა სპეციალისტთა ტყის ტაქსაციაში გადამზადება.
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 2014 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განხორცილედა ახალგაზრდა სპეციალისტთა ტყის ტაქსაციაში გადამზადება. სასწავლო კურსი გაიარა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა სატყეო მიმართულების სპეციალობის 20-მა სტუდენტმა, მათ შორისა, აგრარული უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებულები.
სწავლების მიზანია ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ტყეთმომწყობების - ტაქსატორების მომზადება, მათი აღჭურვა შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რაც ხელს შეუწყობს სატყეო სექტორში სპეციალისტების არსებობას და დარგის განვითარებას.