ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საჯარო დისკუსიები სამეგრელოში

საჯარო დისკუსიები სამეგრელოში

სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პროექტის - “ორჰუსის ცენტრები სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში, აგრძელებს საჯარო დისკუსიებს.

სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პროექტის - “ორჰუსის ცენტრები სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში, აგრძელებს საჯარო დისკუსიებს. მიმდინარე წლის 20-21 ოქტომბერს, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებისთვის გაიმართა საჯარო დისკუსია საქართველოს კანონპროექტებზე - „ნარჩენების მართვის კოდექსსა“ და „წყლის რესურსების მართვის შესახებ”. შეხვედრის მიზანი იყო მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის აღნიშნული კანონპროექტების გაცნობა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ზუგდიდისა და სენაკის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები შემდეგი უწყებებიდან: დასუფთავება, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, განათლება, ახალგაზრდულ საქმეთა, სოფლის მეურნეობა, არქიტექტურული ზედამხედველობა, ასევე ა(ა)იპ ზუგდიდის დასუფთავება, ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, დასუფთავების და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრი.

საჯარო განხილვები