ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ნუ დატოვებ ნარჩენებს - იზრუნე გარემოზე

ნუ დატოვებ ნარჩენებს - იზრუნე გარემოზე

გარემოსდაცვითი კამპანია „ნუ დატოვებ ნარჩენებს - იზრუნე გარემოზე“, რომელიც მთელს საქართველოს მოიცავს.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო ფართომასშტაბიანი გარემოსდაცვითი კამპანია „ნუ დატოვებ ნარჩენებს - იზრუნე გარემოზე“, რომელიც მთელს საქართველოს მოიცავს. კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი „ნუ დატოვებ ნარჩენებს - იზრუნე გარემოზე“, სადაც განთავსდება დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ. გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემაა, რისი მიზეზიც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის დაუდევრობაა. საყოფაცხოვრებო ნარჩენები საფრთხეს უქმნის, როგორც გარემოს, ასევე მოსახლეობას. კამპანიის ძირითადი მიზანი მოსახლეობის ჩართულობასთან ერთად, ნარჩენების მართვის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებაა. გარდა ამისა, სამინისტრომ დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე „ნარჩენების მართვის შესახებ“, სადაც დეტალურადაა გაწერილი მხარეთა პასუხისმგებლობები და სავალდებულო საჯარიმო სანქციები.

საჯარო განხილვები