მიმდინარე წლის სექტემბრიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაიწყო და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება ახალგაზრდა სპეციალისტთა ტყის ტაქსაციაში გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო კურსი.
მიმდინარე წლის სექტემბრიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაიწყო და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება ახალგაზრდა სპეციალისტთა ტყის ტაქსაციაში გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო კურსი. ტრენინგების მიზანია ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ტყეთმომწყობების - ტაქსატორების მომზადება, მათი აღჭურვა შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რაც ხელს შეუწყობს სატყეო სექტორში სპეციალისტების არსებობას და დარგის განვითარებას. ტრენინგის კურსის განმავლობაში ახალგაზრდა მეტყევეები გაიღრმავებენ, როგორც თეორიულ ცოდნას სატყეო მიმართულებით, ასევე შეიძენენ საველე სამუშაოების ჩატარების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
პროექტი მიმდინარეობს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.