გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - CENN-ის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო ეკობანაკი ბულაჩაურში, სადაც 12 აგვისტოს ბანაკის მონაწილეები შეხვდნენ სსიპ გარემოსდაცითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე სსიპ გარემოსდაცვითი ინოფრმაციისა და განათლების ცენტრის, გარემოსდაცვითი განათლების დეპარტამენტის უფროსმა - ნატო სულთანიშვილმა წაიკითხა ლექცია გარემოსდაცვით თემებზე: - ,,ადამიანის უფლებები გარემოს დაცვის სფეროში - ორჰუსის კონვენცია”, ,,ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა”.
შეხვედრა ინტერაქტიული იყო, სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, იმსჯელეს და წარმოადგინეთ თავიანთი ხედვა გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების გზებზე.