სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, 14-ივლისიდან 21 ივლისამდე გერმანიაში (Feldafing, Bavaria, Germany) ჩატარდა სასწავლო ტური სატყეო მიმართულებით.

სასწავლო ტურში მონაწილობა მიიღეს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედვებობის დეპარტამენტის, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა.
სასწავლო ტური მიზნად ისახავდა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, განათლებისა და ტრენინგების სისტემის გაცნობას სატყეო სფეროში, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული კუთხით.