თუ ხარ 13-18 წლამდე ახალგაზრდა და გაინტერესებს გარემოსდაცვითი საკითხები
თუ ზრუნავ ბიომრავალფეროვნებაზე და გინდა იცოდე კიდევ უფრო მეტი იმის შესახებ, თუ როგორ შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ ეკოსისტემები
თუ გინდა შენი ქვეყნის მთავარი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს გააცნო
ჩაერთე საერთაშორისო კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეთა ცოდნის დონის შეფასებას ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების აღდგენასთან დაკავშირებით
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ევროპის ოფისმა შეიმუშავა კვლევა ევროპისა და ცენტრალური აზიის ახალგაზრდებისთვის
კვლევაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ახალგაზრდას 13-იდან - 18 წლის ჩათვლით
იხილეთ ბმული - https://bit.ly/2TRTpgy
2021 - 2030 წლები გაეროს ეკოსისტემების აღდგენის ათწლეულად გამოცხადდა
გარემოს ამჟამინდელი და მომავალი მდგომარეობის ფორმირების და შენარჩუნების საქმეში თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია.