სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პროექტის - “ორჰუსის ცენტრები სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში, აგრძელებს საჯარო დისკუსიებს.
სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პროექტის - “ორჰუსის ცენტრები სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში, აგრძელებს საჯარო დისკუსიებს. მიმდინარე წლის 10 ივლისს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები. მონაწილეები გაეცნენ ადამიანის უფლებებს გარემოს დაცვის სფეროში - ,,ორჰუსის კონვენცია”, გაიმართა საჯარო დისკუსია ნარჩენების მართვის თემატიკასა და საქართველოს კანონის პროექტის „წყლის რესურსების მართვის“ შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის აღნიშნული კანონპროექტების და ორჰუსის კონვენციით ზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების გაცნობა გარემოს დაცვის სფეროში.