სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ქ. თბილისის ქართულ-გერმანული სკოლა ,,ა-Z”-ის აღსაზრდელებს.
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ქ. თბილისის ქართულ-გერმანული სკოლა ,,ა-Z”-ის აღსაზრდელებს. მოსწავლეებმა მოისმინეს გარემოსდაცვითი თემები: ,,ორჰუსის კონვენცია”, საქართველოს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა”. მოსწავლეები გაეცნენ ადამიანის უფლებებს გარემოს დაცვის სფეროში. სემინარების მიზანია მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.