ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტრენინგი ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისთვის

ტრენინგი ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისთვის

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისთვის მიმდინარეობს ტრენინგის კურსის – ,,ტრენერთა შიდა რეზერვის ჩამოყალიბება ტყის მცველთა წვრთნისათვის“ მე-3 ეტაპი.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისთვის მიმდინარეობს ტრენინგის კურსის – ,,ტრენერთა შიდა რეზერვის ჩამოყალიბება ტყის მცველთა წვრთნისათვის“ მე-3 ეტაპი. ტრენინგის კურსი საპილოტე მოდელს წარმოადგენს ტყის მცველებისთვის. ტრენერთა ტრენინგისა და სატყეო საკითხებზე თემატური კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეები თავად უტარებენ სხვადასხვა რეგიონების ტყის მცველებს ტრენინგკურსს - „ტყის მცველების შესაძლებლობების გაძლიერების ზოგადი კურსი“, რაც ტყის მცველების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება. ტრენინგი 9 ივნისს დაიწყო და 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ტრენინგის მიზანია სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომლების თეორიული ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება და კვალიფიკაციის ამაღლება.

საჯარო განხილვები