ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი კვირეული

გარემოსდაცვითი კვირეული

გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ქ. თბილისის 182-ე საჯარო სკოლის აღსაზრდელებს. მოსწავლეები გაეცნენ ორჰუსის კონვენციას, მოისმინეს სემინარი საქართველოს ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის თემატიკით.

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პირველად 1972 წელს დააწესა და აღნიშნა სტოკჰოლმში კონფერენციით, რომელიც მიეძღვნა გარემოში არსებული პრობლემების განხილვას. მას შემდეგ გარემოს დაცვის დღე მთელს მსოფლიოში სხვადახვა ღონისძიებით აღინიშნება. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ადამიანის პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

საჯარო განხილვები