ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკოსაგანმანათლებლო აქცია მოსწავლეებისთვის

ეკოსაგანმანათლებლო აქცია მოსწავლეებისთვის

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ეკოხედვა/Ecovision“-მა, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, ასევე კომპანია „ბოშთან“ (Bosch) და ,,ელიტ-ელექტრონიქს“-თან ერთად სკოლის მოსწავლეთათავის ეკოსაგანმანათლებლო აქცია მოაწყო.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ეკოხედვა/Ecovision“-მა, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, ასევე კომპანია „ბოშთან“ (Bosch) და ,,ელიტ-ელექტრონიქს“-თან ერთად სკოლის მოსწავლეთათავის ეკოსაგანმანათლებლო აქცია მოაწყო. აქციის ფარგლებში დიღმის ტყე-პარკში, გამწვანების აქცია ჩატარდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და მოხალისეები ჩაერთნენ. კომპანიებმა მოსწავლეებთან ერთად 100 ხე დარგეს. ხეების დარგვაში მონაწილეობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ მიიღო. როგორც ცნობილია, პრემიერმინისტრის ინიციატივის „,მწვანე მომავალი“ ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 250.000 ნერგი დაირგო.

აქცია საერთაშორისო სასკოლო პროექტის ფარგლებში - SPARE მოეწყო. თბილისის 4 საჯარო სკოლის 500-მდე მოსწავლეს, 2 დღის განმავლობაში კლიმატის ცვლილების, ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის შესახებ შემეცნებითი გაკვეთილები ჩაუტარდათ. გაიმართა სახალისო შეჯიბრები. მოსწავლეებს სხვადასხვა კომპანიებისგან სკოლის ჩანთები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საჯარო განხილვები