ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტრენინგები „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება“

ტრენინგები „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგები „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება“. 

ტრენინგები ჩაუტარდათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 130-ზე მეტ თანამშრომელს.

თანამშრომლები გადამზადდნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის და საქმის წარმოების მიმართულებით. ექსპერტებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ოქმის შედგენის წესებისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმების შესახებ. 

ტრენინგები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაციის“ ფარგლებში გაიმართა.

 

საჯარო განხილვები