ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა

სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში დისტანციური სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა. კურსის ფარგლებში 14 მმართველი მომზადდა.

2021 წელს „გარემოსდაცვითი მმართველის“ 4 კურსი ჩატარდა, სადაც 57 მონაწილე გადამზადდა.  კურსის დასრულების შემდეგ, მათ აქვთ   კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადების, განახლებისა და შიდა კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა.  მათი უმრავლესობა გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზეა დასაქმებული. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამა კერძო სექტორისთვის ნარჩენების მართვის სფეროში არსებული ყველა ვალდებულების სწავლებას ითვალისწინებს და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს ნარჩენების ელექტრონულ სისტემაში ანგარიშგების უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის.

პროგრამა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან, კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული სპეციალისტი.

„ნარჩენების მართვის კოდექსით“ კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი - გარემოსდაცვითი მმართველი. 

სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

საჯარო განხილვები