ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

წლიური ანგარიში

წლიური ანგარიში

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2019 წელს, სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა დაინერგა მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 1200-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი.

განმანათლებლების წახალისების მიზნით გაიმართა კონკურსი „მწვანე ჯილდო 2019“, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 120 აღმზრდელი და მეთოდისტი ჩაერთო.

დაწყებითი საფეხურის საგნებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა ტრენინგმოდული და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “ახალი სკოლის მოდელის” რეფორმის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდა კურიკულუმის 100-მდე ექსპერტს.

აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით უწყვეტი განათლების ხელშეწყობის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გაიმართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდა მეპაიეებს, გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით გაიმართა ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით. სულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 1700-ზე მეტმა პირმა.

საგანმანათლებლო ლექცია-სემინარები გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით მოისმინა 1400-მდე ახალგაზრდამ.

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და ცნობიერების ამაღლების მიზნით:
მტაცებლებისა და ქვეწარმავლების (გველების) შესახებ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები 23 მუნიციპალიტეტში, რომელშიც მონაწილობა მიიღო 600-ზე მეტმა ადგილობრივმა მოსახლემ
ატმოსფერული ჰაერის, ტყისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ მომზადდა რადიო გადაცემა “მწვანე ეთერი”.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად გაიმართა საჯარო განხილვები.

ელეტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით:

შემუშავდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი (air.gov.ge) და მოხდა ჰაერის ხარისხის პორტალის მონაცემების ინტეგრირება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) პორტალთან. 

განახლდა ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ ელექტრონული პროგრამა.განახლდა და მოხდა რთველის აღრიცხვის პროგრამის დაკავშირება მევენახეთა კადასტრის პროგრამასთან.

დაწყებულია:
ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა.

ნარჩენების მართვის პროგრამის ახალი მოდულის შემუშავება.

აგროდაზღვევის პოლისების სერვისის მომზადება.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების და წყლის რესურსებთან დაკავშირებით ელექტრონული სისტემების შექმნა.

 

საჯარო განხილვები