ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ორჰუსის კონვენციის სამდივნო აცხადებს გარემოს დამცველთა სპეციალური მომხსენებლის კანდიდატურების მიღებას

ორჰუსის კონვენციის სამდივნო აცხადებს გარემოს დამცველთა სპეციალური მომხსენებლის კანდიდატურების მიღებას

ორჰუსის კონვენციის მხარეთა რიგით მე-7 შეხვედრაზე (2021 წლის 18-21 ოქტომბერი) მიღებული სწრაფი რეაგირების მექანიზმის შესახებ გადაწყვეტილება VII/9-ის ფარგლებში, კონვენციის სამდივნო, გარემოს დამცველთა სპეციალური მომხსენებლის არჩევის მიზნით, აცხადებს კანდიდატურების წარდგენის პროცედურას. 

ორჰუსის კონვენციის მხარეთა რიგით მე-7 შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის ივნისში დაგეგმილია კონვენციის მხარეთა რიგგარეშე შეხვედრა, რომელზეც გარემოს დამცველთა სპეციალურ მომხსენებლს აირჩევენ. 

კანდიდატურების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 მარტი.

გარემოს დამცველთა სპეციალური მომხსენებლის წარდგენის შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3HzxK0Z 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია - „სწრაფი რეაგირების მექანიზმი” ორჰუსის კონვენციის განხორციელების ხელშესაწყობად - იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3obbkLJ 

საჯარო განხილვები