მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელთა და ტექნიკოსთა საყურადღებოდ
3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი და/ან ტექნიკოსი, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს, ასევე, თბურ ტუმბოებს, ვალდებულია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ყოველწლიურად, 1 მარტამდე, შესათანხმებლად წარუდგინოს ინფორმაცია გასულ წელს მოხმარებული მაცივარაგენტების რაოდენობის შესახებ. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №304-ის დანართი №2-ით დადგენილი ფორმის მიხედვით. აღნიშნული ფორმით ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც, თუ 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელს და/ან ტექნიკოსს, გასული წლის განმავლობაში შესაბამისი მომსახურება არ მიუღია/მომსახურება არ გაუწევია.
ანგარიშგების ფორმა და ანგარიშგების ფორმის შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ივნისის დადგენილება №304-ში, შემდეგ ბმულზე -https://matsne.gov.ge/ka/document/view/3717255?publication=0