ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

18 მარტი ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეა

18 მარტი ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეა

18 მარტი ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეა!

ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 2018 წლიდან აღინიშნება და მიზანად ისახავს  მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ნარჩენების  მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის გარდაუვალ აუცილებლობაზე გაამახვილოს.

საქართველოში, 2015 წლის 15 იანვრიდან, ძალაში შევიდა „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ დირექტივებისა და რეგულაციების მოთხოვნებს ეფუძნება.

კოდექსი სახიფათო, არასახიფათო და ინერტული ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების თანამედროვე სისტემების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს. ასევე, ეტაპობრივად უნდა მოხდეს თანამედროვე ნაგავსაყრელების მოწყობა, ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ დანერგვა და სხვა.

ნარჩენების მართვის კოდექსიდან გამომდინარე, დღეისათვის ქვეყანაში მიღებულია 20-მდე ტექნიკური რეგლამენტი.

საჯარო განხილვები