ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ტყის საერთაშორისო დღე

ტყის საერთაშორისო დღე

ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება 

საერთაშორისო დღის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ონლაინ საინფრომაციო შეხვედრა გაიმართა. 

ახალგაზრდებს საქართველოში ტყეების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა გააცნო. გამწვანების მნიშვნელობისა და ურბანული მეტყევეობის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენერმა, ნიკოლოზ ყარსიმაშვილმა ისაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა, 2020 წელს, ტყის ახალი  კოდექსი დაამტკიცა; ახალი კოდექსი, რომელიც  ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ეფუძნება, 2021 წლიდან ამოქმედდა. კოდექსი არეგულირებს საქართველოში ტყის ეკოსისტემების მდგრად მართვას, რაც გულისხმობს ტყეების  ეკონომიკურ და სოციალურ გამოყენებას მისი ეკოლოგიური ფუნქციების გათვალისწინებით.

საქართველოს ტერიტორიის 43% ტყით არის დაფარული, მათი 98% ბუნებრივი წარმოშობისაა და ბიომრავალფეროვნების კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, რაც განაპირობებს მის უნიკალურობას, როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე.

ტყის საერთაშორისო დღე 1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესდა.

საჯარო განხილვები