ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

22 მარტი წყლის მსოფლიო დღეა

22 მარტი წყლის მსოფლიო დღეა

22 მარტი წყლის მსოფლიო დღეა!

2022 წელს, წყლის მსოფლიო დღის თემა მიწისქვეშა წყლების მნიშვნელობას ეხება  სლოგანით „გახადე უხილავი ხილული”. მართალია, მიწისქვეშა წყლები უხილავია, თუმცა, მათი გავლენა თვალსაჩინოა, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსია ცოცხალი ორგანიზმებისთვის, თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის. 

ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა სახეობით არის წარმოდგენილი მიწისქვეშა წყლები - მტკნარი, მინერალური, თერმული, სამკურნალო-ბალნეოლოგიური და სამრეწველო.  

მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების ხარისხობრივი და რაოდენობრივი  მახასიათებლების შეფასების მიზნით, საქართველოში, 2013 წლიდან, მონიტორინგი თანამედროვე მეთოდოლოგიით ხორციელდება. 

წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა და წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს აქვს წარდგენილი განსახილველად. კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. 

წყლის მსოფლიო დღე 1992 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით დაწესდა და 1993 წლიდან აღინიშნება.

საჯარო განხილვები