გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრარული საკითხებით დაინტერესებული პირების, აგრარული მიმართულების სტუდენტების, ფერმერებისა და აგრარულ მეურნეობაში ჩართული პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით აცხადებს რეგისტრაციას დისტანციურ ტრენინგებზე:
✅ ნუშის წარმოების აგროტექნოლოგია - 1 აპრილი / 12:00 - 14:30სთ
✅ სიმინდის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები - 5 აპრილი / 11:00 - 14:00სთ
✅ ლურჯი მოცვის წარმოების აგროტექნოლოგია - 8 აპრილი / 11:00 - 14:00სთ
✅ თანამედროვე სასათბურე მეურნეობის მოწყობა - 12 აპრილი / 11:00 - 14:00სთ
✅ ქარსაფარი ზოლების მოვლა-გაშენება - 15 აპრილი / 14:00 - 17:00სთ
✅ მეფრინველეობა - ქათმის მოშენება, ჯიშები, კვება, დაავადებები და პრევენცია ( 2 დღე ) - 19-20 აპრილი / 11:00 - 14:00სთ
ტრენინგები უფასოა და თითოეულ პირს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია დაესწროს ერთ ან რამდენიმე ტრენინგს.
ტრენინგები გაიმართება „zoom“-ის პლატფორმის საშუალებით.
ტრენინგების გავლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://bit.ly/3tUWFGp
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია ვალერი ალუღიშვილი (მობ.: 557 43 44 41; ელ.ფოსტა: valeri.alugishvili@eiec.gov.ge)