ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსის „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებული სკოლა

კონკურსის „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებული სკოლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

პროექტი „სინოპტიკოსები ჰერეთისკარიდან“ თემის და სკოლის სტიქიური მოვლნებისგან დაცვას ემსახურებოდა. დასახული მიზნის მისაღწევად, მრავალი აქტივობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა ამინდზე დაკვირვების ხელსაწყოს შეძენა, რომელიც სკოლამ კონკურსში მოპოვებული დაფინანსებით შეიძინა. 

„სულ მალე ხელსაწყო დამონტაჟდება სკოლის ახალი შენობის სახურავზე. ხელსაწყოს საშუალებით შევძლებთ რამდენიმე დღით ადრე ვივარაუდოთ მოსალოდნელი ამინდი და გვქონდეს პროგნოზი მდინარე ალაზნის წყლის რეჟიმის შესახებ, რომელთანაც სკოლა საკმაოდ ახლოს მდებარეობს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კონკურსი „ისწავლე უსაფრთხო გარემოში” და ყველა მსგავსი ტიპის აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს სასკოლო დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტორფების რისკების შემცირებას და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას როგორც სკოლაში, ისე თემში. ჩვენი სკოლა ბევრს აკეთებს ამისათვის, ვცდილობთ, ყველაფერი შევცვალოთ უკეთესობისკენ“,- ამბობს ჰერეთისკარის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ნანდოშვილი.
სკოლის მოსწავლე სალომე ფუტკარაძემ იმ გამოკითხვის შესახებ ისაუბრა, რომელიც თემში ჩატარდა. შედეგად დადგინდა, თუ რა საფრთხის მიმართ არის თემი მოწყვლადი, რას ფიქრობს მოსახლეობა ამინდის პროგნოზირების შესახებ და რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მათ ინფორმაციის მიღება.

პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენდა საგანმანათლებლო ბროშურების შექმნა და თემში გავრცელება. 

სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა, ლალი გელაშვილი სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მრავალი წელია მასწავლებელი ვარ, ძალიან მიყვარს ჩვენი სკოლაც და სოფელიც. ყოველთვის ვცდილობთ, მონაწილეობა მივიღოთ ჩვენთვის საინტერესო პროექტებში. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კონკურსში მონაწილეობის პირველივე წელს შევძელით და მოვიპოვეთ დაფინანსება. ჩვენი პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მიმაჩნია   საინფორმაციო ბროშურების შექმნა, რომელიც თემში გავავრცელეთ; შედეგად, მოსახლეობას უკვე აქვს ინფორმაცია, როგორ დაიცვას თავი და საკუთარი თემი სხვადასხვა სტიქიის დროს. ცნობიერების ამაღლება ხომ უმნიშვნელოვანესია თემის მედეგობისთვის. გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავგეგმეთ სიმულაციური ვარჯიში წყალდიდობის დროს, რადგან თემი ყველაზე მეტად მოწყვლადია სწორედ ამ საფრთხის მიმართ. მოუთმენლად ელოდებიან სწავლებას, როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე ადგილობრივი მოსახლეობა“, - ლალი გელაშვილი. 

 

საჯარო განხილვები