ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

 გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

გარემოსდაცვითი დემოკრატიის პროგრამა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით ხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობიერების ამაღლების კომპონენტშია ჩართული.

შეხვედრებზე, მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივ დონეზე გარემოს დაცვის მიმართულებით მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა, გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მუნიციპალიტეტების უფლება-მოვალეობები გარემოსდაცვითი დემოკრატიის განვითარებასა და კანონმდებლობის აღსრულებაში. 

პირველ ეტაპზე, ჩოხატაურის, ქედის და გორის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, ხოლო შემდეგ  სამინისტროს, ცენტრის და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ჩართულობით პირისპირ სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. 

გარემოს წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევების აღმოსაფხვრელად, უმნიშვნელოვანესია გარემოსდაცვით უფლებებსა და მოვალეობებში გაცნობიერებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება გარემოსდაცვითი დემოკრატიის მისაღწევად.

საჯარო განხილვები