ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ ხალას საჯარო სკოლის პროექტმა „გაუგე ბუნებას” მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა

კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ ხალას საჯარო სკოლის პროექტმა „გაუგე ბუნებას” მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა უკვე მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობებში. სკოლის ეკოკლუბის წევრები და მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ გარემოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში, სოფელში ავრცელებენ ინფორმაციას სხვადასხვა აქტუალურ  თემაზე, ასუფთავებენ სკოლის ეზოს, მიმდებარე ტერიტორიებს. 

2020 წელს, სკოლამ მონაწილეობა მიიღო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“. ხალას საჯარო სკოლის პროექტმა „გაუგე ბუნებას” მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. პროექტი მიზნად ისახავდა ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების რისკის, მართვისა და პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 
დასახული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, მრავალი საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა; აქტივობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენდა მეწყერსაშიში უბნების განაშენიანება მძლავრი ფესვთა სისტემის მქონე ხე- მცენარეებით. 

„ჩვენი სკოლა მდინარე ჩაქვისწყლის პირას დგას, რაც წყალდიდობისა და მეწყერით გამოწვეული საფრთხის რისკს გვიქმნის. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში, სკოლა გაამაგრებს მდინარის ნაპირს და გააშენებს ქარსაცავ ზოლს, რითიც სკოლა ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცული იქნება“, - ამბობს სკოლის დირექტორი ლეილა ლორთქიფანიძე. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა  მოხალისეთა ჯგუფიც, რომელიც  ბათუმის წითელი ჯვრის ორგანიზაციის შესაბამისი სპეციალისტების მიერ გადამზადდა. 

„ხალას საჯარო სკოლაში ჩავატარეთ ტრენინგი ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების მართვის შესახებ, სადაც განვიხილეთ კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ განსახორცილებელი აქტივობები. ტრენინგზე ვიმსჯელეთ ადგილობრივი თემის საჭიროებებსა და კატასტროფების დროს პრევენციულ ზომებზე. მისასალმებელია, რომ გამოითქვა მზაობა სხვა ერთობლივი აქტივობების დასაგეგმად”, - აღნიშნა გიორგი ბოლქვაძემ, ბათუმის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ბუნებრივი საფრთხეების გამოწვეული კატასტროფების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელმა.

სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, სოფლის რუკაზე მოინიშნა მეწყერსაშიში ადგილები; ნეგატიური ზემოქმედების შერბილების მიზნით, მეწყერსაშიშ ადგილებში დაირგა კაკლის, კედრის და მუხის ნერგები.

 

საჯარო განხილვები