ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

თელავის მე-7 საჯარო სკოლა, რომელმაც კატასტროფის რისკების შემცირება საკუთარი რესურსებით შეძლო

თელავის მე-7 საჯარო სკოლა, რომელმაც კატასტროფის რისკების შემცირება საკუთარი რესურსებით შეძლო

გვინდა, მოგიყვეთ კიდევ ერთი სკოლის შესახებ, რომელმაც კატასტროფის რისკების შემცირება საკუთარი რესურსების მაქსიმალურად გამოყენების გზით შეძლო.
ქალაქ თელავის მე-7 საჯარო სკოლა 1978 წელს დაარსდა. დღეს, სკოლაში 604 მოსწავლე სწავლობს. მოსწავლეების უმრავლესობა სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობაშია ჩართული, რომელთა შორის სკოლასთან არსებული ეკოკლუბი გამორჩეულია. კლუბი 2008 წელს შეიქმნა. კლუბის წევრები უკვე ათ წელზე მეტია, რაც საინტერესო და საჭირო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებენ.  
სკოლამ, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, არაერთ სტიქიას გაუძლო. სკოლის დირექტორი, ქალბატონი მაია სილაგაძე იხსენებს: „ 2012 წელი თელავისთვის რთული აღმოჩნდა. ძლიერმა ქარმა ძალიან დააზარალა მუნიციპალიტეტი, მათ შორის, ჩვენი სკოლა. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი გააქტიურების საჭიროება“. 
კატასტროფების რისკების შემცირების კუთხით  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა სკოლამ 2021 წელს განახორციელა. სკოლამ მონაწილეობა მიიღო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“. პროექტმა, რომლის სახელწოდებაა „ძლიერი ქარით გამოწვეული რისკების შემცირება სკოლაში“ მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. კონკურსში მიღებული დაფინანსებით, სკოლის შენობის სახურავზე ქარისგან დამცავი სარტყელი გაკეთდა.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი აქტივობა. სკოლის შენობის სახურავზე გაკეთებული სარტყელი დაიცავს შენობას ძლიერი ქარის დროს სახურავის დაზიანებისაგან. ასევე, წვიმა ვეღარ შეაღწევს სახურავის ქვეშ“, - ამბობს სკოლის პედაგოგი ნანა ქიბიშაური.

საჯარო განხილვები