ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელთა/ იმპორტიორთა ვალდებულებები

მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელთა/ იმპორტიორთა ვალდებულებები

2022 წლის 1 ივნისამდე მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი/იმპორტიორი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში და შეიტანოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად განთავსებული პროდუქტის, სახეობისა და წონის შესახებ და შესაბამისად ელექტრონულად ატვირთონ აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი ცნობა სსიპ “შემოსავლების სამსახურიდან”.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე ფუნქციონირებს მგვ რეესტრი - https://waste.mepa.gov.ge

 
2022 წლის 1 ივლისიდან შესაბამისი მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორები ვალდებული არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.

მწარმოებელი ვალდებულია შექმნას მგვ ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან კოლექტიურად იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდუალური მგვ ორგანიზაციის მქონე მწარმოებლის ან კოლექტიური მგვ ორგანიზაციის წევრი მწარმოებლების (ჯამურად) ბაზრის წილი უნდა შეადგენდეს მთლიანი ბაზრის არანაკლებ 10%-ს.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეშ ექცევიან ის მწარმოებლები და იმპორტიორები, რომლებიც  ახორციელებენ მგვ ს დაქვემდებარებული პროდუქციის - ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ელექტრო და  ელექტრონული მოწყობილობები და ზეთები საქართველოს ბაზარზე პირველად განთავსებას (პირველი მომწოდებელი ბაზრისთვის - უშუალო მწარმოებელი ანდა იმპორტიორი, რომელიც პროდუქტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს), მათი გაყიდვის ფორმის მიუხედავად.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 25 მაისს მიღებული იქნა 4 ტექნიკური რეგლამენტი (ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ; საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ; ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ; ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ). რეგლამენტებით განსაზღვრულია მგვ სქემაში ჩართული ყველა მხარის უფლება მოვალეობები. 

„ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-9 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ისეთი პროდუქტის მწარმოებელი, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება და ამ პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი, ვალდებულია, უზრუნველყოს პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, აღდგენა (მათ შორის, რეციკლირება) და გარემოსთვის უსაფრთხო განთავსება.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ტექნიკურ რეგლამენტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:

https://bit.ly/3JF7eDz

https://bit.ly/3uMqY3X

https://bit.ly/3vi9dbO

https://bit.ly/3Elq5Cn


საჯარო განხილვები