ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

დედამიწის დღე 2022

დედამიწის დღე 2022

22 აპრილს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, დედამიწის დღე, აღინიშნება. დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სემინარი „დედამიწის ისტორია - პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე“ გაიმართა. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა. ეროვნული სასახლის მოსწავლეები დედამიწის განვითარების ისტორიას და ლურჯი პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს გაეცნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მისასალმებელია ახალგაზრდების მაღალი  ინტერესი აღნიშნული საკითხების მიმართ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. დღე, რომელიც ეძღვნება დედამიწის დაცვას, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენ ერთად ვქმნით გარემოს და ამ გარემოზე პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას თანაბრად“, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

2022 წელს, დედამიწის დღის აღნიშვნის თემაა „ინვესტიცია ჩვენს პლანეტაში“ და ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე. დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა.

 

საჯარო განხილვები