ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა

წიგნის მნიშვნელობის ხაზგასმის, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის და განათლების ხელშეწყობის მიზნით, იუნესკომ წიგნის  საერთაშორისო დღე 1995 წელს დააწესა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის „ათასწლეულის სკოლის“  მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

ვაჟა-ფშაველას შთამომავალმა და მისი ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე, ვაჟას ნაწარმოებების მნიშვნელობაზე ისაუბრა  და  მოსწავლეებს მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი და მოთხრობა წაუკითხა.   

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მთავარი მიზანი გარემოსდაცვით თემაზე  შექმნილი წიგნების პოპულარიზაციაა.

საჯარო განხილვები