ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერის მიზნით შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერის მიზნით შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი განათლების პრაქტიკული მეთოდების და მოდელების შესახებ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მხარდამჭერი გუნდის წევრებისთვის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ღონისძიებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე ესწრებოდნენ.

„დღეს, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს გარემოსდაცვითი განათლება წარმოადგენს, მნიშვნელოვანია, მისი არა მარტო ფორმალური, არამედ არაფორმალური გზით უზრუნველყოფაც, რაც ხელს შეუწყობს სათანადო დამოკიდებულებების, მოტივაციის ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და პასუხისმგებლობით მოქმედებისთვის”, - აღნიშნა თამარ ალადაშვილმა.

შეხვედრაზე გარემოსდაცვითი არაფორმალური განათლების პრაქტიკული მეთოდები და მოდელები განიხილეს. მონაწილეებმა იმსჯელეს ზოგადი განათლების რეფორმის მხარდაჭერისთვის და მასში გარემოსდაცვითი ინიციატივების ინტეგრირებისთვის კონკრეტული ინიციატივების შემუშავების ხელშეწყობის გზებზეც. 

მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც ცენტრი ახორციელებს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის და უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი არაფორმალური განათლების ხელშეწყობას. აღნიშნული აქტივობები დაეხმარებათ მათ, ზოგადი განათლების რეფორმის შესაბამისად ხელი შეუწყონ არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების გაუმჯობესებასა და გაძლიერებას მთელი საქართველოს მასშტაბით. 
შეხვედრა CENN-ის ორგანიზებით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა. 

საჯარო განხილვები