ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სკოლებში გრძელდება

გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების ინტეგრირება სკოლებში გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სახელმძღვანელოების შექმნაზე იწყებს მუშაობას.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა დარგის ექსპერტებმა და პედაგოგებმა მიიღეს, სახელმძღვანელოების ძირითადი კრიტერიუმები, თემები და კონცეფცია განიხილეს. სახელმძღვანელოები თანხვედრაში იქნება განათლების და  მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნებთან და შეესაბამება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ სტანდარტებს. სახელმძღვანელოს  შემუშავების შემდეგ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაიწყებს  მასშტაბურ პროცესს, რომელიც VII-XII  კლასის პედაგოგებისა და სკოლის წარმომადგენლების გადამზადებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან I-VI-კლასებში პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დანერგვის პროცესი აქტიურად და წარმატებით  მიმდინარეობს. ცენტრმა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის 2600 პედაგოგი უკვე გადაამზადა. პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძლიერდა პედაგოგების შესაძლებლობები შესაბამისი სახელმძღვანელოს მიხედვით გადამზადების გზით, ხოლო ათასობით მოსწავლე სწავლობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი. მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.

სამუშაო შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში გაიმართა.

საჯარო განხილვები