ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებისთვის ტრენინგები გაიმართა

სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებისთვის ტრენინგები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სასკოლო სახელმძღვანელოების „მე და საზოგადოება” (III-IV კლასებისთვის) და „ჩვენი საქართველო” (V-VI კლასებისთვის) ავტორებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე ტრენინგები ჩაატარა, რომლის მიზანიც სასკოლო სახელმძღვანელოებში გარემოსდაცვითი საკითხების სწორად ასახვაა.

ტრენინგები მოიცავდა გარემოსდაცვით სამ თემას: ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები და ვალდებულებები, საქართველოს დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება. შეხვედრის მონაწილეებს დამხმარე სახელმძღვანელო მასალაც მიეწოდათ.

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების გამოცხადებამდე, მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა. სახელმძღვანელოების „მე და საზოგადოება” (III-IV კლასებისთვის) და „ჩვენი საქართველო” (V-VI კლასებისთვის) საგნობრივი სტანდარტები მოიაზრებს ისეთ თემებს, როგორიცაა: გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები, დაცული ტერიტორიები, სტიქიური მოვლენები და კატასტროფების რისკის შემცირება.

საჯარო განხილვები